8 Quotes by Jemal Karchkhadze
- Author Jemal Karchkhadze
-
Quote
როცა სხვა კვდება, [...] თამამად გამომაქვს დასკვნა და დარწმუნებით ვამბობ: "მოკვდა". მაგრამ მე თვითონ რომ მოვკვდები, როგორ უნდა მივხვდე, რომ მოვკვდი? და თუ ვერ მივხვდები, ხომ არ არის ეს იმის მანიშნებელი, რომ "სხვა" მოკვდავია, "მე" უკვდავი, ხოლო ინდუქცია - სისულელე?
- Tags
- Share
- Author Jemal Karchkhadze
-
Quote
გუშინ ტყუილი გითხარი. მეგონა, სიმართლეს გეუბნებოდის, მაგრამ ტყუილი მითქვამს. ეგვიპტის სიყვარულს არ მოვუყვანივარ შენთან. შენმა სიყვარულმა მიმიყვანა ეგვიპტესთან. შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში. როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში. და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ ჩემში იყავი და მე გეძებდი შენ. და მე ვიპოვე ეგვიპტე და ეგვიპტე შეიყვარა ჩემმა სულმა, რადგან მე გეძებდი შენ. რადგან ეგვიპტე მაგონებდა რაღაცას, რაც ჩემში იყო და რასაც გამუდმებით ვეძებდი.
- Share
- Author Jemal Karchkhadze
-
Quote
შეუძლებელია, კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. იმიტომ რომ, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია.
- Share
- Author Jemal Karchkhadze
-
Quote
მამაკაცები ცოტა პირუტყვები ვართ. არშიყობა რატომღაც ჩვენი პრივილეგია გვგონია და ქალების ინიციატივა ყველაზე მეტად ამ სფეროში გვაღიზიანებს
- Share
- Author Jemal Karchkhadze
-
Quote
კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.
- Share
- Author Jemal Karchkhadze
-
Quote
ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ.
- Share
- Author Jemal Karchkhadze
-
Quote
სხვის უპირატესობას რომ აღიარებ, ეს ალბათ, უკვე ნიშნავს შენს უპირატესობას, ეს ალბათ უკვე სანახევროდ მოგებული ბრძოლაა...
- Share
- Author Jemal Karchkhadze
-
Quote
ქალი, რომლის ქმარს საყვარელი ჰყავს, სპეტაკი ვერ იქნება. დედოფალი, რომელსაც ქვეშევრდომები ჰყავს, ამაღლებული ვერ იქნება. იდეალიზმი რეალურ სამყაროში თვითმკვლელობის ტოლია. ცხოვრება მისია, ვინც ოცნებას მოკლავს.
- Share