3 Quotes by Nodar Dumbadze

  • Author Nodar Dumbadze
  • Quote

    სამხრეთის კედელზე მაცხოვრის ერთადერტი თვალდახრილი და სახედაფხეკილი ფრესკის ქვეშ ვიღაც ლაზღანდარა ათეისტს მუშაირა ჰქონდა გამართული თვითონ მაცხოვართან. უცხვირპირო და უთვალო, როგორ გიწამო, უფალო?!-კომკავშირელი ათეისტი. ასე აწერდა ხელს ლექსის ატორი. ცოტა ქვევით უფლის პასუხი იყო, ასევე ლურსმნით ამოკაწრული: კომკავშირელო, თუ არ გწამს, სახარება და ღმერთიო, ამ სიმაღლეზე მეორედ, გთხოვ, აღარ ამოეთრიო!-იესო ქრისტე. ასე აწერდა ხელს პასუხის ავტორი.

  • Tags
  • Share

  • Author Nodar Dumbadze
  • Quote

    ამის მადლი და სილამაზე არ დაგვიწყებოდეთ. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.

  • Tags
  • Share

  • Author Nodar Dumbadze
  • Quote

    Jos puulla olisi tunto, poikaseni, meillä ei olisi minkäänmoista toivoa, suotta yrittäisi silloin ihminen rukoilla syntejään anteeksi.

  • Share