გუშინ ტყუილი გითხარი. მეგონა, სიმართლეს გეუბნებოდის, მაგრამ ტყუილი მითქვამს. ეგვიპტის სიყვარულს არ მოვუყვანივარ შენთან. შენმა სიყვარულმა მიმიყვანა ეგვიპტესთან. შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში. როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში. და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ ჩემში იყავი და მე გეძებდი შენ. და მე ვიპოვე ეგვიპტე და ეგვიპტე შეიყვარა ჩემმა სულმა, რადგან მე გეძებდი შენ. რადგან ეგვიპტე მაგონებდა რაღაცას, რაც ჩემში იყო და რასაც გამუდმებით ვეძებდი.
-Jemal Karchkhadze
Select a background
More quotes by Jemal Karchkhadze
Popular Authors
A curated listing of popular authors.